ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თორნიკე მიქელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კობა ქარუმიძე კი ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსი რამაზან არაპხანოვი 3:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ოქროს მედლისთვის იჭიდავებს 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა ქარუმიძე, რომელმაც ნახევარფინალში ყირგიზ ბარსბეკ ასანკოჟოევს 8:6 სძლია.