ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალშია #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა — დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ), ანრი თავართქილაძე (72 კგ), დათო ჩხაიძე (82 კგ) და ლუკა გაბისონია (97 კგ).

ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებენ ხაჩიძე, გაბისონია და ხოზრევანიძე. ფინალში გადასასვლელი დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება, მედლები კი ხვალ, 14 მარტს გათამაშდება.

დღეს, კონტინენტის პირველობაზე, ფინალურ ბლოკში სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს. კობა ქარუმიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ხოლო რომეო ბერიძე და საბა ჩილაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.