ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალაქში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:

კობა ქარუმიძე (55 კგ), დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ), ანრი თავართქილაძე (72 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), დათო ჩხაიძე (82 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ), ლუკა გაბისონია (97 კგ), საბა ჩილაშვილი (125 კგ).

აღსანიშნავია, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.