ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

13:14, 16.08.2026

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 16 აგვისტოს 20-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. პლანეტის პირველობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გახსნიან. პირველ დღეს ხალიჩაზე 63, 77, 87 და 130 კგ-ს ფალავნებს გავლენ, მეორე დღეს – 55, 67, 72, 97 კგ წონით კატეგორაში მოასპარეზე ფალავნები, ხოლო მესამე დღეს 60 და 82 კგ-ში გაირკვევა ფინალისტები.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენელობა:

55 კგ | კობა ქარუმიძე;

60 კგ | კახაბერ გოგინაშვილი;

63 კგ | გიორგი ჭიკაიძე;

67 კგ | ერეკლე თავბერიძე;

72 კგ | ალექსანდრე რუსიტაშვილი;

77 კგ | გიორგი გოგელაშვილი;

82 კგ | ლუკა ფიფია;

87 კგ | ლუკა კოჩალიძე;

97 კგ |​ არმან მკრტიჩიანი;

130 კგ | საბა ფურცელაძე.

მსგავსი