ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალში სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალში სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის, დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა წინასწარი ეტაპის შეხვედრები და აქედან სამის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების წევრები იასპარეზებენ.

ფინალის საგზურისთვის თითო შეხვედრის მოგება აშორებთ დიმიტრი ხაჩიძეს (60 კგ), ნიკა ბროლაძეს (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძეს (82 კგ).

დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) ფინალის საგზურისთვის ებრაელ მელკამუ ფეტენეს დაუპირისპირდება, ნიკა ბროლაძე (67 კგ) – აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადეს, ხოლო აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) – შვედეთის ნაკრების წევრ ჰამზა სერჩანლის შეხვდება.

ტურნირზე დღეს თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და კოტე სიჭინავამაც (97 კგ) იჭიდავეს. ორჯონიკიძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა, ხოლო სიჭინავამ – მეოთხედფინალში. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ მათი მომგებები – აზერბაიჯანელი გურბან გურბანოვი და უკრაინელი იური დოროჰანი ნახევარფინალშიც იმარჯვებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს თორნიკე მიქელაძე (77 კგ). რომეო ბერიძე (63 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალური შეხვედრები 18:45-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი