ბერბატოვის აზრით, პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის მწრთვნელი უნდა გახდეს
ბერბატოვის აზრით, პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის მწრთვნელი უნდა გახდეს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის, ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვის აზრით, გუნდის  ახალმა მწრთვნელი მაურისიო პოჩეტინო უნდა გახდეს.

ტოტენჰემის დამრიგებელმა კომფორტის ზონა უნდა დატოვოს და იუნაიტედში ახალი ისტორიის დასაწერად გადაბარგდეს. ახლა ტოტენჰემისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ეს მაინც მანჩესტერ იუნაიტედია. ეს გერბი, ეს ისტორია, დიდებული ფეხბურთელები წარსულში, ოლდ ტრაფორდი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი ძალაა. იუნაიტედი იპოვნის თავის გზას. ამჟამად კარგად არ გამოიყურებიან, მაგრამ შეძლებენ თუ არა ხუთ წელიწადში ტიტულების მოგებას? ჩემი აზრით კი. სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი მათთან კონტრაქტს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ამას შეძლებდნენ. ხანდახან აუცილებელია, რომ შენი კომფორტული ზონიდან გამოხვიდე, თუნდაც მაშინ, როცა შედეგების გეშინია. ეს გამოცდა საკუთარ თავს აუცილებლად უნდა ჩაუტარო. პოჩეტინო “იუნაიტედის” მწრთვნელი უნდა გახდეს“, – განაცხადა ბერბატოვმა.