ბექჰემი „ინტერ მაიამიში“ თავის წილს ყიდის
ბექჰემი „ინტერ მაიამიში“ თავის წილს ყიდის

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა გადაწყვიტა MLS-ის კლუბ „ინტერ მაიმიში“ საკუთარი წილი ბიზნესპარტნიორებს – ძმებს, ხორხე და ხოსე მასებს მიჰყიდოს. ამასთან, ბექჰემი დარჩება კლუბის ოფიციალურ სახედ, – წერს გაზეთი „ეიესი“ (AS). გარიგების თანხა არ გახმაურებულა.

კლუბის სტრუქტურა ჯერჯერობით უცვლელი რჩება, რადგან არ იგეგმება ახალი ინვესტორების მისვლა. კლუბის მფლობელთა გეგმებიც ძალაშია – ახალი სტადიონის მშენებლობა და უახლოეს დროში პირველი გაფორმებული ფეხბურთელის შესახებ გამოცხადება.

ბექჰემისა და ძმები მასების გარდა, „ინტერ მაიამის“ ხელმძღვანელთა ჯგუფში შედიან ბოლივიელი მილიარდერი მარსელო კლაურე, ბრიტანელი ინვესტორი საიმონ ფულერი და იაპონელი მილიარდერი მასაესი სონი.

2018 წელს, „ინტერ მაიამი“ ოფიციალურად შეიყვანეს აშშ-ისა და კანადის მთავარი საფეხბურთო ლიგის – MLS-ის შემადგენლობაში. კლუბი ამ ლიგაში გამოსვლას 2020 წლიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი