ბექაურმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი ჭიდაობს, საიდანაც ოთხმა პირველი წრის შეხვედრები წარმატებით ჩაატარა.

ლაშა ბექაურმა (90კგ) სუფთა გამარჯვებით ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა, მძიმეწონოსნებმა – გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა კი გაფრთხილებებით, შესაბამისად რუსი და უზბეკი ძიუდოისტები გამოთიშეს ასპარეზობას.

90 კგ წონით კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილმა პირველი წრის შეხვედრაში შვედი მარკუს ნიმანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე შეხვედრას იაპონელ სოიჩირო მუკაისთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ოქროს ერთი და ბრინჯაოს ერთი მედლებია.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი