ბექაურის ოქრო და ღვინიაშვილის ბრინჯაო თელ-ავივის გრანდ სლემზე [ვიდეო]
ბექაურის ოქრო და ღვინიაშვილის ბრინჯაო თელ-ავივის გრანდ სლემზე [ვიდეო]

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ჭიდაობს.

90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამრცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ამავე წონაში მესამე ადგილის მფლობელი  ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.

ჯერჯერობით, საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალია. შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება. თუშიშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან.