ბექაურის მეორე გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე, ქართველი ნახევარფინალში გასასვლელად კუბელ მორალესთან იჭიდავებს​ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მეორე შეხვედრა ჩაატარა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ). ქართველმა მერვედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად კუბელ სილვა მორალესს შეხვდება.

ბექაურმა პირველ დაპირისპირებაში იაპონელი კოსუკე მაშიამა იოლად, ორი ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც გუშინ 81 კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.