ბექაური ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს #1TVSPORT
ბექაური ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოში გასამართი გრანდ სლემისთვის ცნობილია. ტურნირზე, რომელიც 5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება, 11 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადის მოგების შემდეგ, ლაშა ბექაური თავის პირველ ტურნირს იჭიდავებს. ბაქოში ვიხილავთ ასევე ტოკიო 2020-ის ვერცხლის მედალოსნებს – ლაშა შავდათუაშვილს, გურამ თუშიშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.)

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ),

გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), მზია ბებოშვილი (52 კგ).

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 ოქტომბერს პარიზის გრანდ სლემი დაიწყება, რომელშიც ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.