ბექა საღინაძის ლელო საფრანგეთის ტოპ-14-ში - „ლიონმა“ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ფავორიტების შეხვედრა შედგა – ბექა საღინაძის „ლიონმა“ „ტულუზას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის მე-15 წუთზე, როდესაც ანგარიში ტულუზელთა სასარგებლოდ 3:0 იყო, ლიონის მრავალფაზიანი შეტევა ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა ბექა საღინაძემ.

მასპინძლებმა საბოლოოდ 25:19 გაიმარჯვეს.

7 ტურის შემდეგ, 21 ქულით „ლიონი“ მესამე ადგილზეა, „ტულუზა“ კვლავ პირველია – 26 ქულა.