ბექა ნაცვლიშვილი - ნებისმიერ აქტს დავუჭერ მხარს, რომელიც მიმართულია იმის გააზრებისკენ, თუ როგორი იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება  
ბექა ნაცვლიშვილი - ნებისმიერ აქტს დავუჭერ მხარს, რომელიც მიმართულია იმის გააზრებისკენ, თუ როგორი იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება  

მხარს დავუჭერ ნებისმიერ სიმბოლურ აქტს, რომელიც მიმართული იქნება იმის გააზრებისკენ, თუ როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას  გუშინდელ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა და დღეს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივი განმარტა.

„რეზოლუცია რატომ ჩავარდა, არ ვიცი. ნებისმიერ სიმბოლურ აქტს, რომელიც მიმართული იქნება კიდევ ერთი გააზრებისკენ, თუ როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება, მომავალშიც მხარს დავუჭერ. ასეთი სიმბოლური აქტები განაპირობებს, რომ მომავალმა ხელისუფლებებმა მსგავსი დანაშაულები აღარ ჩაიდინონ. ეს სიმბოლური აქტი იყო და გამიკვირდა, რომ ჩავარდა. მაგრამ გადაწყვეტილება ყველამ თავისით მიიღო“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, ჩავარდა.