ბექა მიქელთაძე - „რუბინში სკამზე ჯდომას, „როტორში“ თამაში მერჩივნა
ბექა მიქელთაძე - „რუბინში სკამზე ჯდომას, „როტორში“ თამაში მერჩივნა
საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანმა და ბომბარდირმა ბექა მიქელთაძემ ყაზანის „რუბინი“ დატოვა და კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს.
 
22 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ „რუბინიდან“ წასვლის ინიციატორი თავად იყო.
„დანამდვილებით ვიცი, ყაზანში თავის გამოჩენის შანსი არ მექნებოდა. „რუბინის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკისთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ვუთხარი, მე თუ „რუბინის“ ძირითადში არ მათამაშებთ, მირჩევნია, წავიდე და სხვა გუნდში ვითამაშო-მეთქი. ამ დროს რამდენიმე გუნდმა მიმიწვია, მაგრამ ვოლგოგრადის „როტორი“ ვამჯობინე.
მირჩევნია ვითამაშო იქ, სადაც მენდობიან და მათამაშებენ. „როტორი“ პირველ ლიგაში ლიდერია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს – ალესანდრე ხაცკევიჩი, რომელსაც კიევის „დინამოში“ და ბელარუსის ნაკრებში უთამაშია და შემდეგ ორივეგან მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. მან მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბექა მიქელთაძე.
ყაზანის „რუბინი“ კიდევ ერთ ქართველმა, ნიკა ყიფიანმაც დატოვა, რომელიც ივნისამდე ისევ მიქელთაძის გვერდით – სეზონის დანარჩენ ნაწილს, ანუ ივლისამდე, ისიც „როტორში“ საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.