ბექა მიქელთაძე - „ანორთოსისთან" კონტრაქტი გავაფორმე
ბექა მიქელთაძე - „ანორთოსისთან" კონტრაქტი გავაფორმე

ნიკა კაჭარავას შემდეგ, “ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი ჩაირიცხა. კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი ბექა მიქელთაძემ გააფორმა.

ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა თავდამსხმელმა პირველ არხთან განაცხადა.

ფამაგუსტელების სელექცონერები და მთავარი მწვრთნელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უელსთან მაკვირდებოდნენ. ეს თამაში 3 ივნისს გაიმართა და ორი გოლი გავიტანე. დალაპარაკება ამის შემდეგ შემომთავაზეს. სამი დღეა, რაც კვიპროსზე ვარ. დღეს სამედიცინო შემოწმება გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე. ესაა ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით”,  – ამბობს მიქელთაძე.

“ანორთოსისში“ 14-ნომრიანი მაისურა თემურ ქეცბაიას სამუდამოდ გადასცეს, რომელიც ამ კლუბის ფორმით სამჯერ გახდა კვიპროსის საუკეთესო ფეხბურთელი. მისივე ხელმძღვანელობით, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ფამაგუსტელთა ფორმით რამდენიმე ცნობილ ქართველს უთამაშია, მათ შორის, გიორგი ქინქლაძეს, გოჩა ჯამარაულს, დავით კვირკველიას, გიორგი აბურჯანიას.