ბექა ლომთაძე ნახევარფინალშია, ოდიკაძე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს
ბექა ლომთაძე ნახევარფინალშია, ოდიკაძე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ დაიწყო ასპარეზობა.

61კგ-ში მოასპარეზე ბექა ლომთაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა და ნახევარფინლში გავიდა. მან მეოთხედფინალში ამერიკელი გრაფი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ინდოელ ავარეს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ შარიფოვთან დათმო, მაგრამ მოწინააღმდეგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) უზბებ შაპიევთან წააგო მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) კი სომეხ გრიგორიანთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 22 სექტემბერს, 16.00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი