ბექა ღვინიაშვილმა 33 წამში იპონით სძლია მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა
ბექა ღვინიაშვილმა 33 წამში იპონით სძლია მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა, ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ პირველ შეხვედრაში 33 წამში იპონით სძლია ინდოელ მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად იგი განთესილი იყო.

ბექა შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ინდოელი – დევიალ აია მისტრი იყო. ბექა ღვინიაშვილმა ინდოელი ძიუდოისტის დამარცხება შეძლო და შემდგომ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი ჰოლანდიელ იესპერ სმინკსა და უკრაინელ ქვეჯაუ ნჰაბალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი შეხვედრა მოიგო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელიც მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი აქსელ კლერგე იქნება.