ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა 90კგ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი ნერპელი ულამაზესი გდებით დაამარცხა.

რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კენტარო იიდა იქნება. მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი უკვე მოპოვებული ქონდათ.60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.