ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია [ვიდეო]  #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ორს – ბექა ღვინიაშვილს (90კგ) და სოფიო სომხიშვილს (+78) ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ღვინიაშვილმა ნახევარფინალში სერბი ნემანია მაჟდოვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში ფრანგ ლორის ტასიეს შეხვდება.
აბუ დაბის გრანდ სლემზე ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილიც. იგი კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ), გიორგი ბერიაშვილი (100კგ), ონისე სანებლიძე (100კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.