ბექა დავითულიანი - როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან
ბექა დავითულიანი - როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან

როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს. ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის კომენტირებისას აღნიშნა.

დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გასულია ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან და მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებას ცდილობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, შემდეგ ფეიკგმირების სესია და ახლა ფეიკშაჰიდების სესიას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, რომ შიმშილობა დაიწყონ. ესენი რაღაც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ. ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან. საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ვიწროპარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც დანარჩენ ქვეყანას არ ეხება. უნდათ შაჰიდობა? – იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც ფეიკია, მაგასაც არ შვრებიან. ის, რომ შიმშილობენ უტოპისტური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მწყობრ პოლიტიკას არ ველოდები, ისინი ერთს აკეთებენ, მეორე დღეს საწინააღმდეგოს და ორივეს აკეთებენ, რამდენადაც შეუძლიათ. აზრი არ აქვს, რას გააკეთებენ, გასული არიან ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან. ცდილობენ, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედება მოახდინონ რაღაც სისულელეებით. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ადამიანებს აშიმშილებენ თუ არა, მათ ლიდერებს ფული აკლიათ და რიგით აქტივისტებს სამწუხაროდ გონება, რომელთაც ჰგონიათ, რომ დამნაშავეს შიმშილობით გამოიხსნიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.