ბექა დარცმელია - ინგლისთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება #1TVSPORT
ბექა დარცმელია - ინგლისთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება #1TVSPORT

ბექა დარცმელიამ ინგლისთან მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა. თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა მატჩის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„10-დღიანი შეკრება გავიარეთ, სავარჯიშო პროცესი საინტერესო გამოდგა, ყველა ფეხბურთელმა იცის მოედანზე საკუთარი როლის და მიზნების შესახებ. ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება ინგლისის დონის გუნდთან თამაში, რეალურად დავინახავთ, რა შეგვიძლია“, – ამბობს ბექა დარცმელია.

თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველის თქმით, ასეთი თამაშები საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ძალიან სჭირდება: 

„ინგლისის ნაკრებთან თამაშს და იქ მიღებულ ამ გამოცდილებას 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. ამ ტურნირზე მსგავსი დონის გუნდებთან აუცილებლად მოგვიწევს თამაში“.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისელ თანატოლთა გუნდს 16 ნოემბერს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.