ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი დებიუტი  „რეალ ბეტისში“ #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი დებიუტი „რეალ ბეტისში“ #1TVSPORT

ბექა ბურჯანაძეს „რეალ ბეტისშიარაცეულებრივი დებიუტი ჰქონდა. ქართველმა სპორტსმენმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჩაატარა და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების წევრმა 12:26 წუთში 17 ქულა მიითვალა, მისმა გუნდმა კი „ანდორა“ დამატებით დროში – 102:98 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბექა სამი წლის წინ სწორედ „ანდორას“ ღირსებას იცავდა. ბურჯანაძემ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP კეიდენ კარინგტონი გახდა, რომელმაც 22 ქულა, ოთხი მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. მონტენეგროელ მარკო ტოდოროვიჩს „ბეტისის“ რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა.

მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს „ბეტისი“ „მურსიას“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.