საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გუნდი „კორუნა“ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად „უნიკახასთან“ 105:114 დამარცხდა.
ბურჯანაძე სათადარიგოთა შორის იყო და მწვრთნელისგან 12 წუთი მიიღო. ამ დროში ქართველის ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამ მომენტისთვის „კორუნა“ 5 გამარჯვებითა და 21 მარცხით ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში ბოლო ადგილზეა.