საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გუნდი „კორუნა“ ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ჟირონასთან“ 89:99 დამარცხდა.
ბურჯანაძე სათადარიგოთა შორის იყო და მწვრთნელისგან 10 წუთი მიიღო. ამ დროში ქართველის ანგარიშზე 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამ მომენტისთვის „კორუნა“ 5 გამარჯვებითა და 20 მარცხით ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში ბოლო ადგილზეა.