ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე თამაში
ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე თამაში

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბექა ბურჯანაძემ თავისი ყოფილი გუნდის „ანდორას“ წინააღმდეგ ითამაშა.

ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მეტოქე 80:67 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე სულ 22 წუთი დაჰყო და ამ პერიოდში მის ანგარიშზე 20 ქულა და 6 მოხსნა დაფიქსირდა. სწორედ ბექა ბურჯანაძის გამორჩეულად შედეგიანი თამაშის წყალობით, „გრან კანარიამ“ მოწინააღმდეგე დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ბექა ბურჯანიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.