ბექა ბურჯანაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში 29-ე მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნამ“. კორუნიელები „სარაგოსას“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 76:84 დამარცხდნენ.

კორუნიელთა შემადგენლობაში საუკეთესო ტეილორი იყო, რომელმაც 16 ქულა და 9 პასი მიითვალა, ბექა ბურჯანაძის სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 23 წუთი, 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი.

მატჩის ბომბარდირი სარაგოსელი იუსტა იყო – 22 ქულა. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ (ევრობასკეტზე), იტალიელმა სპისუმ „სარაგოსას“ 15 ქულა და 9 პასი შესძინა.