ბექა ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - „ლეიმა კორუნა“ ესპანეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა #1TVSPORT
ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნა“ ბილბაოში გამართულ მატჩში ადგილობრივ გუნდთან 67:79 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და თავისი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ბურჯანაძემ 22 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 12 ქულა და 10 მოხსნა, ასევე ერთი ჩაჭრა, ერთი პასი და ერთი დაფარება.
ბურჯანაძის შედეგიანობა გალისიური კლუბისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. „ლეიმა კორუნა“ 7 მოგებითა და 24 მარცხით ბოლო, მე-18 ადგილზეა და ACB ლიგიდან ოფიციალურად გავარდა. აღსანიშნავია, რომ კლუბი ზუსტად ერთი წლის წინ დაწინაურდა ელიტაში, თუმცა ამავე დღეს დაკარგა სტატუსი.