ბექა ბურჯანაძემ „ბარსელონას“ 15 ქულა ჩაუგდო – „კორუნამ“ კატალონიური კლუბი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „კორუნამ“. გალისიურმა კლუბმა შინ „ბარსელონა“ დაამარცხა – 93:92.
„კორუნა“ სატურნირო ცხრილის ქვემოთაა, „ბარსა“ კი მეხუთე პოზიციაზეა. ცხრილში გუნდების ადგილების მიუხედავად დროის უმეტეს ნაწილში „კორუნა“ ლიდერობდა.
¡BEQA BURJANADZE ENLOQUECIENDO AL COLISEUM!
📺 @vamos #LigaEndesa | #ConectaConTuPasión pic.twitter.com/9TJ9nItWoA
— Liga Endesa (@ACBCOM) May 8, 2025
მესამე პერიოდში ბექა ბურჯანაძემ სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და გუნდი 66:51 დააწინაურა, თუმცა მეოთხე პერიოდში „ბარსელონა“ დაეწია და გადამწყვეტი ბარუეტას სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც მან სირენამდე 1:09 წითით ადრე ჩააგდო და „კორუნა“ 87:83 დააწინაურა.
🔥🔥🔥🔥🔥🔥
¡YUNIO BARRUETA!📺 @vamos | @DSBG_23 #LigaEndesa | #ConectaConTuPasión pic.twitter.com/vnlspvu9li
— Liga Endesa (@ACBCOM) May 8, 2025
ბარუეტამ საბოლოოდ 20 ქულა ჩააგდო. ბექა ბურჯანაძის სტატისტიკა ასეთი იყო:
29 წუთი (სასტარტო), 15 ქულა (5/4 ორქულიანი, 1/1 სამიანი, 7/4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა.
„კორუნა“ 30 ტურის შემდეგ 7 მოგებით მე-17 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ბილბაოში 11 მაისს გამართავს.