ბექა ბურჯანაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ #1TVSPORT

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კვიპროსთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ბექა ბურჯანაძემ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. თავიდანვე ჩვენი მიზანი ტურნირზე ბოლო ორი შეხვედრის მოგება იყო. საბედნიეროდ, შეჯიბრება ესპანეთთან წარმატებით დავიწყეთ და დღესაც დამაჯერებალდ მოვიგეთ, ახლა ბოლო თამაში დარჩა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ბოსნიის ნაკრები ფიზიკურობით და აგრესიულობით გამოირჩევა. ამ გუნდში გამორჩეული ტანმაღალი და დაბალი მოთამაშეები ირიცხებიან, კარგად უტევენ პერიმეტრიდან. წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველის, ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია და მოედანზე განსაკუთრებული შემართებით გავალთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოს ეროვნული გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.