ბენზემასა და ბლანის „ალ-იტიჰადი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ლორან ბლანის „ალ-იტიჰადი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა, რომლის რიგებშიც თამაშობენ ქარიმ ბენზემა, ნ’გოლო კანტე და ფაბინიო, 32-ე ტურში 3:1 დაამარცხა „ალ-რაედი“ და ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული. გოლები სტივენ ბერგვაინმა, დანილო პერეირამ და აბდულრაჰმან ალ-ობუდმა გაიტანეს.
ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე „ალ-იტიჰადი“ ექვსი ქულით უსწრებს „ალ-ჰილალს“ და უპირატესობა აქვს მასთან პირად შეხვედრებში.
„ალ-იტიჰადი“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ და ჯამში მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. უფრო მეტჯერ (19) ტიტული მოპოვებული აქვს „ალ-ჰილალს“.