ბენზემას „ალ-იტიჰადს“ მარსელო გალიარდო გაწვრთნის #1TVSPORT
ბენზემას „ალ-იტიჰადს“ მარსელო გალიარდო გაწვრთნის #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება მარსელო გალიარდო, – ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი არაბულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს 18 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით.

უფრო ადრე „ალ-იტიჰადმა“, რომლის რიგებში გამოდის 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ქარიმ ბენზემა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ.

47 წლის გალიარდოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „რივერ პლეიტი“, რომელსაც 2014 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდი არგენტინის ჩემპიონატსა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებამდე მიიყვანა.