ბენზემამ, შესაძლოა, „მილანში“ იბრაჰიმოვიჩი შეცვალოს
ბენზემამ, შესაძლოა, „მილანში“ იბრაჰიმოვიჩი შეცვალოს

„რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, დატოვოს მადრიდული კლუბი და კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ცნობით, „მილანის“ მფლობელები 33 წლის ფრანგში ხედავენ 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს.

აღვნიშნავთ, რომ ბენზემას შეთანხმება „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა, მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს მის გაგრძელებაზე.

ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 28 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი