ბენზემამ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ბენზემამ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ქარიმ ბენზემას აგენტმა ქარიმ ჯაზირიმ განაცხადა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.

„ქარიმმა 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი. ეს ოფიციალურია. მას უყვარს „რეალი“, შესანიშნავი წლები გაატარა მადრიდში, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, რომ „ლიონი“ მის გულშია. „ლიონი“ ყოველთვის რჩებოდა მის გუნდად წასვლის მომენტიდან“, – თქვა ჯაზირიმ.

ბენზემა „ლიონიდან“ „რეალში“ 2009 წელს გადავიდა.