ბენზემამ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ბენზემამ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თავდამსხმელ ქარიმ ბენზემასთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„ქარიმი ჩვენი ფეხბურთელი იქნება მომავალ სეზონშიც და ის, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ ითამაშებს“, – აცნობა გულშემატკივრებს მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ბეზნემა „რეალის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს, გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მადრიდულ გრანდთან ერთად 23 ტიტული მოიპოვა. მის ძველ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ივნისში ეწურებოდა.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალი“ 45 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და უმთავრეს კონკურენტს, „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება.