ბენზემამ ოფიციალურად დაადასტურა - საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ისტორია დასრულდა #1TVSPORT
ბენზემამ ოფიციალურად დაადასტურა - საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ისტორია დასრულდა #1TVSPORT

ფრანგმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ოქროს ბურთის“ ამჟამინდელ მფლობელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, თუმცა ვარჯიშზე დაშავდა და ტურნირზე არცერთი მატჩი არ ჩაატარა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე თავდამსხმელი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა და, როგორც ამტკიცებენ, ნაწყენი იყო საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, დიდიე დეშამზე, რომელიც ფეხბურთელზე გათვლას ტურნირის გადამწყვეტ ეტაპებზე აღარ აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ პლეი ოფის მატჩებისთვის გამოჯანმრთელებული იყო. კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ბევრი ვიმუშავე და შეცდომებიც დავუშვი, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ და ამით ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ისტორია (სანაკრებო), რომელიც მთავრდება“, – დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.