ბენზემამ და „რეალმა“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
ბენზემამ და „რეალმა“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა უახლოეს მომავალში გააგრძელებს კონტრაქტს მადრიდის „რეალთან“.

როგორც გამოცემა Get Football News France წერს, მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის გაგრძელება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბენზემა მადრიდულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

35 წლის ფორვარდი „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბენზემამ 15 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.