ბენზემა უარს ამბობს „ალ-იტიჰადში“ თამაშზე, რადგან შეთავაზებული კონტრაქტი შეურაცხყოფად მიიჩნია #1TVSPORT
ბენზემა უარს ამბობს „ალ-იტიჰადში“ თამაშზე, რადგან შეთავაზებული კონტრაქტი შეურაცხყოფად მიიჩნია #1TVSPORT

ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა უკმაყოფილოა კონტრაქტით, რომელიც საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადმა“ შესთავაზა.

ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი ბენზემამ „ალ-იტიჰადისა“ და „ალ-ფათეჰის“ მატჩში მონაწილეობაზე.

გაზეთი L’Equipe-ი აზუსტებს, რომ ფრანგმა შეურაცხმყოფელად მიიჩნია შეთავაზებული წინადადება და მისი გარემოცვაც ფიქრობს, რომ ფორვარდის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, რადგან ბენზემას, ფაქტობრივად, „უფასოდ“ თამაში მოუწია, თუ გათვალისწინებული არ იქნება საიმიჯო უფლებების გამოყენების შემოსავალი.

ამტკიცებენ, რომ „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან დამსაქმებლად, ფაქტობრივად, საუდის არაბეთის ლიგა გამოდის. ელოდებიან, რომ ბენზემა არც შემდეგ ტურში ითამაშებს.