ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში ვერ დაბრუნდება
ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში ვერ დაბრუნდება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ეროვნულ ნაკრებში ქარიმ ბენზემას დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ბენზემა 2015 წელს სკანდალში გაეხვა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელს მატიე ვალბუენას უკავშირდებოდა. ამ პერიოდიდან ბენზემა ეროვნული გუნდიდან გარიცხეს და საფრანგეთის ნაკრებში აღარ უთამაშია.

„ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია. მე არასოდეს გამიკრიტიკებია მისი სპორტული შესაძლებლობები. მიმდინარე სეზონში ის ამტკიცებს, რომ საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, მისი ამბავი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დასრულებულია“ – განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ, ბენზემას ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გამოესარჩლა და განაცხადა, რომ ქარიმი საუკეთესო მოთამაშეა და აუცილებლად იმსახურებს ადგილს საფრანგეთის ნაკრებში.

მიმდინარე სეზონზე ბენზემამ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 11 გატანილი ბურთი და ხუთი შედეგიანი გადაცემა.