ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავს

15:36, 11.10.2018
VITORIA GASTEIZ, SPAIN - OCTOBER 6: Karim Benzema of Real Madrid during the La Liga Santander  match between Deportivo Alaves v Real Madrid at the Estadio de Mendizorroza on October 6, 2018 in Vitoria Gasteiz Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)

კარიმ ბენზემამ საჯაროდ მიმართა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და სთხოვა მას, რომ მისი სახელი აღარასოდეს ახსენოს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნოელ ლე გრაეტმა ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ბენზემას სანაკრებო კარიერა დასრულებულია.

76 წლის ლე გრაეტი მიიჩნევს, რომ „რეალ მადრიდის“ თავდამსხმელი სათანადო ფორმიდანაა ამოვარდნილი და სწორედ ამიტომ აღარ იწვევენ ეროვნულ გუნდში.

„პიროვნული თვალსაზრისით კარიმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის ყოველთვის კარგად იქცეოდა, როდესაც ნაკრებთან ერთად იყო. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მისი კარიერა ნაკრებში დასრულებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო დროს სათანადო ფორმიდან არის ამოვარდნილი“, – განაცხადა ლე გრაეტმა.

30 წლის ბენზემამ არ დააყოვნა და პასუხი ტვიტერის საშუალებით გასცა:

„ბატონო ლე გრაეტ, გთხოვთ, დამივიწყოთ და თავი დამანებოთ. საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია და ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაფერი დანარჩენი ამაოებაა. გმადლობთ“, – დაწერა ბენზემამ.

მსგავსი