ბენზემა „რეალის“ ისტორიაში ექვს საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა
ბენზემა „რეალის“ ისტორიაში ექვს საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „ესპანიოლის“ კარში ორი გოლი გაიტანა (4:2). ამით ფრანგ ფორვარდს მადრიდული კლუბის რიგებში 207 გოლი დაუგროვდა.

ამ მაჩვენელით ბენზემა მექსიკელ უგო სანჩესს გაუთანაბრდა და მასთან ერთად „რეალის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში, მეექვსე ადგილს იყოფს.

ამ დუეტის ზემოთ არიან – კრიშტიანუ რონალდუ (450), რაული (323), ალფრედო დი სტეფანო (308), სანტილიანა (290) და ფერენც პუშკაში (242).