ბენზემა ნახევარფინალამდე ფრანგებს ამხნევებს - დარჩენილია ორი თამაში, ჩვენ ჩემპიონობა შეგვიძლია #1TVSPORT
ბენზემა ნახევარფინალამდე ფრანგებს ამხნევებს - დარჩენილია ორი თამაში, ჩვენ ჩემპიონობა შეგვიძლია #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, რომელიც ტრავმის გამო იძულებული გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოეტოვებინა, თანაგუნდელებს მხარდამჭერი პოსტით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მის ნაკრებს ჩემპიონობა შეუძლია.

„მიდით, ბიჭებო, კიდევ ორი თამაში დაგვრჩა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მე თქვენთან ვარ, წინ“, – წერს ბენზემა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების პრესსამსახური ბენზემას პოსტს გამოეხმაურა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და არ გვავიწყდები“.

საფრანგეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 14 დეკემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.

ბენზემამ კი მადრიდის „რეალთან“ ერთად ვარჯიში განაახლა. ფრანგ თავდამსხმელს 2 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და ნაკრებში ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.