ბენზემა მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს #1TVSPORT
ბენზემა მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს #1TVSPORT

2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულოს საფეხბურთო კარიერა.

როგორც გამოცემა Relevo წერს, 36 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის სერიოზულად განიხილავს ამგვარ შესაძლებლობას.

წყაროს ცნობით, ბენზემას სურს მადრიდში დაბრუნება და „რეალის“ სტრუქტურაში მუშაობის დაწყება.

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადთან“ ბენზემას მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.