მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ივარაუდა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, რინგზე საბრძოლველად გავიდეს. ამის შესახებ 32 წლის ფრანგმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც თავის მეგობარს, ცნობილ კიკბოქსიორ ფუად ეზბირის მისცა.
„ორთაბრძოლებისგან მძაფრი შეგრძნებები მაქვს და მიყვარს ვარჯიში. როცა ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულდება, რატომ არ შეიძლება შენთან ერთად ვივარჯიშო ექვსი თვის განმავლობაში? თუ მიიჩნევ, რომ ბრძოლებისთვის მზად ვიქნები, ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ მექნება. გეფიცები, მზად ვიქნები,“ – განაცხადა „რეალის“ ბომბარდირმა.
ასევე ფრანგმა ფეხბურთელმა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი თავის ერთ-ერთ კერპად დაასახელა.
2019-20 წლების სეზონში ბენზემა „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.