ბენიტესი - არ შეიძლება ჩემი „ლივერპულისა“ და კლოპის გუნდის შედარება #1TVSPORT
ბენიტესი - არ შეიძლება ჩემი „ლივერპულისა“ და კლოპის გუნდის შედარება #1TVSPORT

მერსისაიდელების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა, რა სხვაობა მისსა და იურგენ კლოპის „ლივერპულს“ შორის.

„არ შეიძლება ჩემი „ლივერპულისა“ და კლოპის გუნდის შედარება, რადგან აქ მთავარია კონტექსტი, – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს AS. – ჩემ დროს „ლივერპულის“ ბიუჯეტი 20 მილიონი ევრო იყო. მითხარით, ამ თანხით დღეს „ლივერპული“ ვის შეიძენდა? ვერავის!“.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2004-2011 წლებში წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონში მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.