ბენიამინ შეშკო ოფიციალურად გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი #1TVSPORT

15:53, 09.08.2025

„ლაიპციგისა“ და სლოვენიის ნაკრების ფორვარდი ბენიამინ შეშკო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

მხარეებმა 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება.

არაოფიციალური ინფორმაციით, „იუნაიტედმა“ ფეხბურთელში 85 მილიონი ევრო გადაიხადა.

„როცა პროექტს განვიხილავდით, ცხადი გახდა, რომ ამ გუნდს ყველა შესაძლებლობა აქვს მომავალი ზრდისთვის. მას გააჩნია შეასძლებლობა, სულ მალე ისევ იბრძოლოს ყველაზე დიდი ტიტულებისთვის.

აქ მოსვლიდან პირველივე მომენტში ვიგრძენი პოზიტიური ენერგეტიკა და ოჯახური ატმოსფერო, რომელიც ამ კლუბში არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, იდეალური ადგილია მაქსიმალური დონის მისაღწევად და ყველა ჩემი ამბიციის დასაკმაყოფილებლად.

მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავიწყო სწავლა რუბენ ამორიმთან და შევუერთდე ახალ თანაგუნდელებს, რათა მივაღწიოთ წარმატებას, რაც ჩვენ ერთად ნამდვილად შეგვიძლია“, – მოჰყავს შეშკოს სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურს.

მსგავსი