ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

მომიტინგეები აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული საქმისა და კორონავირუსის კრიზისთან არასათანადო გამკლავების გამო.

აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

მანამდე, ერთი დღით ადრე, ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდმა“ საპროტესტო გამოსვლებს „მემარცხენეების მიერ მოწყობილი არეულობები უწოდა“ და ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია „მე-12 არხი“ ულტრამემარცხენეების დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მაისში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი მეხუთე ვადით დაიკავა.

დატოვე კომენტარი