ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას ღაზაზე ისრაელის ახალი შეტევის გეგმები განიხილეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს.
ლიდერებს შორის საუბარი ღაზაზე ისრაელის ახალი შეტევის გეგმებს ეხებოდა.
„განიხილეს ღაზაში „ჰამასის“ დარჩენილ ობიექტებზე ისრაელის მიერ კონტროლის აღების გეგმები, რათა დასრულდეს ომი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფითა და „ჰამასის“ დამარცხებით“, – განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა.
ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს ომის დაწყებიდან ისრაელისადმი მისი ურყევი მხარდაჭერისთვის.