ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა.

„მე ვხედავ ანტისემიტი დიქტატორის, ერდოღანის დღევანდელ სიგიჟეს. მას აკვიატებული აქვს ისრაელი, რადგან მან იცის, რა არის მორალური არმია და ნამდვილი დემოკრატია, განსხვავებით იმ არმიისგან, რომელიც ხოცავს ქურთებს. თურქეთი ყოველდღიურად დიქტატორული სახელმწიფო ხდება“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელს უფლება არ აქვს, ვინმე დაადანაშაულოს, საკუთარ ცოდვებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, მკვლელობებსა და განადგურებებზე პასუხიმგებლობის აღების გარეშე.

„ერდოღანი დაჩაგრულების ხმაა და შენ კი ნეთანიაჰუ – მჩაგვრელების ხმა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ისრაელის მთავრობა პალესტინელი არაბების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.