ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის ვაქცინა ისრაელში პირველმა გაიკეთა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის ვაქცინა ისრაელში პირველმა გაიკეთა

ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

„ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.

„ჩვენ მილიონობით ვაქცინა ვიყიდეთ ისრაელის პატარა სახელმწიფოსთვის და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს. მე მოვითხოვე, რომ მინისტრ ედელშტეინთან ერთად პირველს გამეკეთებინა ვაქცინა მაგალითის მისაცემად. ვფიქრობ, თუ ამას ერთად გავაკეთებთ, კორონავირუსს იმაზე მალე დავამარცხებთ, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.