ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა

00:43, 26.05.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თავად განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენმა მამაცმა მებრძოლებმა 600-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. მაგრამ ჩვენ ტემპს არ ვანელებთ. პირიქით, მე მათ დავავალე, რომ ტემპი კიდევ უფრო გაზარდონ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დარტყმებს და გავანადგურებთ მათ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, 25 მაისს ლიბანში „ჰეზბოლას“ 70-ზე მეტი ობიექტი დაბომბეს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ სამხრეთ ტიროსის რეგიონში ისრაელის საჰაერო ძალების  სამიზნე გახდა ათი სამეთაურო ცენტრი, იარაღის საწყობი და დამატებითი ინფრასტრუქტურული ობიექტი.

მსგავსი